Skip to content
← Back to job listings

საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი

TBCBANK · თბილისი, Georgia

External listingfull-time3 days ago

About The Role

  • კლიენტის მიერ შემოსული და მიღებული დავალებების აღსრულების და შესაბამისი ტრანზაქციების ანგარიშსწორების მონიტორინგი.
  •  კლიენტთან კომუნიკაცია გარიგების ანგარიშსწორების შემდგომ ეტაპზე, მათ შორის გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტის გაგზავნა.
  •  კლიენტების ონბორდინგისა და KYC-ის ფარგლებში რეიდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცესის მონიტორინგი.
  •  კლიენტის საჭიროებების კომუნიკაცია ბანკირებთან და საკითხის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან.
  •  საოპერაციო პროცესების ეფექტური მართვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან კომუნიკაცია.
  •  ოპერაციული რისკების, ინციდენტებისა და შესაბამისობის საკითხების იდენტიფიცირება, მართვა და საჭიროების შემთხვევაში ესკალაცია.
  •  შიდა აუდიტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მხარდაჭერა და პროცესების ორგანიზება.
  •  კლიენტებისა და ფრონტ-ოფისის მხარდაჭერა ოპერაციულ საკითხებში, მათთვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ამონაწერებისა და ცნობების, მომზადება/მომზადების პროცესის ზედამხედველობა, ასევე კორპორაციული ქმედებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის კლიენტებისთვის მომზადებისა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
  •  გუნდის მართვა: სამუშაოების დაგეგმვა, დავალებების გადანაწილება, შესრულების კონტროლი და გუნდისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა.
  •  გუნდის ინდივიდუალური და ჯგუფური KPI-მაჩვენებლების მონიტორინგი, შედეგების შეფასება და შესაბამისი ფიდბექის მიწოდება.

 

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში.
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საბროკერო ოპერაციებში საინვესტიციო საბანკო, საბროკერო სექტორში.
  • სავაჭრო ანგარიშსწორების პროცესებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ძლიერი ცოდნა.
  • კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებისა და რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა.
  • საბროკერო ოპერაციებში გამოყენებული ფინანსური სისტემებისა და პროგრამების ცოდნა;
  • Ms Excel;
  • Bloomberg ( მინიმალური) ; 
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • დეტალებზე ორიენტირება, სამუშაოს მაღალი სიზუსტით შესრულების უნარი;
  • ძლიერი პრობლემების გადაჭრის უნარი და ანალიტიკური აზროვნება;
  •  

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით:  კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

This is an external listing. JobSpring does not represent or verify the employer. Report this listing